პრემიერ მინისტრი სუს-ის აუდიოჩანაწერზე: უსაფრთხოების სამსახურმა შეძლო ძალიან მძიმე დანაშაულის პრევენცია
09-05-2019, 10:57

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ მინისტრი ეხმაურება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ აუდიოჩანაწერს, რომელშიც უწყების მტკიცებით, ფიგურანტები პანკისის სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი და მისი ძმისშვილი მორის(ჰუსეინ) მაჩალიკაშვილი არიან.

 

 

მამუკა ბახტაძეს მიაჩნია, რომ სუს-მა ძალიან მძიმე დანაშაულის პრევენცია შეძლო.

 

 

„პროკურატურას აქვს თავის პროცედურები. მათ გააკეთეს განცხადება, რომ ისინი სწავლობენ მტკიცებულებებს და ამას მოჰყვება, ბუნებრივია, შესაბამისი სამართლებრივი ნაბიჯები და პროცედურები. ჩვენ უნდა დაველოდოთ მათ და შევხედოთ მოვლენების განვითარებას. ჩემთვის, როგორც მოქალაქისთვის ფაქტი არის, რომ უსაფრთხოების სამსახურმა შეძლო ძალიან მძიმე დანაშაულის პრევენცია", უთხრა ბახტაძემ ჟურნალისტებს.

 

 

სუს-მა ორი დღის წინ გაავრცელა აუდიოჩანაწერი, რომელშიც უწყების მტკიცებით, მალხაზ მაჩალიკაშვილი თავის ძმისშვილს მორის(ჰუსეინ) მაჩალიკაშვილის ტერორისტული აქტის დაგეგმვაზე ესაუბრება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი