თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიაში სატენდერო კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე, მერის პირველი მოადგილე მანუჩარ ფანჩულიძე უძღვებოდა.
განიხილეს შემდეგი პროექტები:
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფლების ვარდიგორა-ჯგილათის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა (1 175 369 ლარი);
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფ. ნახშირღელეში, ნიკოლაძეების უბანში გამავალი საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა (659 277 ლარი);
სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების ფარგლებში სოფ: რუფოთში, ზედა ალისუბანში, ქვედა ალისუბანში, ჩხარსა და გოგნში მდებარე ხიდების სარეაბილიტავიო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა (132 925 ლარი).
ინფორმაციას თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.