გარდაბანში, მე-2 მსოფლიო ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს
09-05-2019, 11:24

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ღონისძიების ფარგლებში, ქ. გარდაბანში დიდების მემორიელი გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა რამაზ ბუდაღაშვილმა, ქვემო-ქართლში სახელწიფო რწმუნებულის მოადგილე კახა კობერიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე ტარიელ ჯანხოთელმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა გვირგვინით შეამკეს და 1941-45 წლებში გარდაცვლილთა ღვაწლი კიდევ ერთხელ გაიხსენეს.

 


მოგვიანებით, მერიის მოადგილეები რევაზ ეგაძე და დუნიამალ გაჯიევი საკრებულოს თავმჯდომარის მოადგელე რაფი ორუჯოვთან და ა(ა) იპ "კულტურისა და ხელოვნების ცენტრთან" არსებული ანსამბლ "ბეთანიას" წევრებთან ერთად სოფელ მარტყოფში მცხოვრებ, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე, 97 წლის ილარიონ ოთარაშვილს ესტუმრნენ და ფაშიზმზე გამარჯვების დღე პირადად მიულოცეს.

 


ფაშიზმზე გამარჯვების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა სოფელ ახალსამგორში და ნორიოში არსებული მემორიალები ყვავილებით შეამკეს და ადგილობრივი ფოლკლორი ჯგუფების მიერ პატრიოტულ მოტივებზე შესრულებული ნომრები მოისმინეს.

 


პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ცენტრალური ბიუჯეტიდან 9 მაისის მონაწილეებს ერთჯერადად 600 ლარი გადაეცათ, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიამ კი, მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 4 ომის მონაწილე პირს 500 ლარი, ხოლო 20 გათანაბრებულ ვეტერანს 300 ლარი ჩაურიცხა.

 


ინფორმაციას გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი