ხობში, მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას მიაგეს პატივი
09-05-2019, 13:20

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

9 მაისს, ფაშიზმზე გამარჯვების 74-ე წლისთავთან დაკავშირებით, ხობის მუნიციპალიტეტის მერმა, გოჩა ქაჯაიამ და საკრებულოს თავმჯდომარემ, ედიშერ ჯობავამ, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, პატივი მიაგეს მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას და ყვავილებით შეამკეს ხეთის საბრძოლო დიდებისა და მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ეზოში - „ხსოვნის ველზე“ მდებარე სიმბოლური საფლავები.

 


ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, მუზეუმში ანსამბლ „კოლხეთის“ და ხობის სამუსიკო სკოლის მომღერალთა გუნდის მონაწილეობით კულტურული ღონისძიება გაიმართა.

 


მეორე მსოფლიო ომის მონაწილე კაპიტონ ცხადაიას ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 500 ლარი, ხოლო შპს „შავი ზღვის ტერმინალისგან“ 100 ლარი ჩაერიცხა.

 


საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ფაშიზმზე გამარჯვების 74-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები მიიღებენ ერთჯერად ფულად დახმარებას 600 ლარის, ხოლო, მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახები - 300 ლარის ოდენობით.

 


ინფორმაციას ხობის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი