ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით 9 მაისს, ფაშიზმზე გამარჯვების 74-ე წლისთავთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიება გაიმართა.
საქართველოს პარლამენტის წევრმა ენზელ მკოიანმა, მერიის თანამშრომლებმა - ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერის ანი მოსოიანის ხელმძღვანელობით, საკრებულოს თავმჯდომარემ, სუმბატ კიურეღიანნმა - დეპუტატებსა და თანამშრომლებთან ერთად, სტუმრებმა და ქალაქის მოსახლეობამ, მოსწავლე-ახალგაზრდობასთან ერთად გვირგვინით შეამკეს ქ. ნინოწმინდის პარკში მდებარე ომში დაღუპულთა ჯარისკაცის ძეგლი.

საზეიმო ღონისძიება მერიის კულტურის სამსახურის უფროსმა, ჟორა სნხჩიანმა გახსნა. შემდეგ გაიმართა კონცერტი ნინოწმინდის კულტურის ცენტრის და ახალგაზრდა შემსრულებლების მონაწილეობით.
მანამდე, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერმი ანი მოსოიანი მეორე მსოფლიო ომის ერთადერთ ვეტერანს სოფელ ჯიგრაშენში შეხვდა და საჩუქრის სახით ფული გადასცა.
ინფორმაციას ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.