წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ფაშიზმზე გამარჯვების 74-ე წლისთავი აღინიშნა
09-05-2019, 15:18

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ფაშიზმზე გამარჯვების 74-ე წლისთავი აღინიშნა წყალტუბოს მუნიციპალიტეტში. სოფელ გვიშტიბში, მემორიალთან ტრადიციულად შეიკრიბნენ ადგილობრივი თვითმმართველობის პირველი პირები, წარმომადგენლები, მოსწავლე-ახალგაზრდობა.

 


,,გილოცავთ გამარჯვების დღეს - 9 მაისს. ჩვენ პატივს მიაგებთ გმირებს, რომლებმაც მონაწილეობდნენ ყველაზე სასტიკ ომში, ბევრმა მათგანმა საკუთარი სიცოცხლე შესწირა, რათა მომავალ თაობებს მშვიდობიან ქვეყანაში ეცხოვრათ. ქედს ვიხრი თქვენი გმირობის წინაშე ძვირფასო ვეტერანებო! მადლობა შეუფასებელი ღვაწლისა და ქვეყნის უანგარო სამსახურისთვის, გისურვებთ ჯანმრთელობასა და დიდხანს სიცოცხლეს. მინდა მივმართო ახალგაზრდებს, მომავალ თაობას, არ შეიძლება დავივიწყოთ წარსული, არ შეიძლება სათანადო პატივი არ მივაგოთ იმ ღირსეულ ვეტრანებს, რომელთა გმირობაზეც დგას ჩვენი ქვეყანა", აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა, გრიგოლ იოსელიანმა.

 


მემორიალთან ტრადიციულად გვიშტიბის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია წარმოადგინეს.

 


სამამულო ომის მონაწილე რვა წყალტუბოელი ვეტერანიდან ღონისძიებაზე მოსვლა მხოლოდ ორმა შეძლო. დანარჩენებს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელინმა და საკრებულოს თავმჯდომარის მოავალეობის შემსრულეელმა პაატა ახალაძემ პირადად მიულოცეს გამარჯვების დღესასწაული.

 


დღესვე ადგილობრივი თვითმმართველობის პირებმა პატივი მიაგეს გვიშტიბის ძმათა სასაფალოზე განსვენებული ჯარიკაცების ხსოვნას.

 


გამარჯვების დღესასწაული სხვადასხვა კულტურული და სპორტული ღონისძიებებით აღინიშნა მუნიციპალიტეტის სოფლებშიც.

 

 

ინფორმაციას წყალტუბოს მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი