საქართველოს მთავრობა საზოგადოებას ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლით სარგებლობის დეტალებს აცნობს
03-08-2015, 05:35

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის (VLAP) მესამე ანგარიშის მოთხოვნის შესაბამისად, საქართველოს მთავრობა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლით სარგებლობის შესახებ საინფორმაციო კამპანიას ახორციელებს.


ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ცნობით, კამპანია ითვალისწინებს საქართველოს მოსახლეობისთვის ინფორმაციის მიწოდებას იმ შესაძლებლობებსა და ვალდებულებების შესახებ, რომელიც მათ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის წარმატებით დასრულების შემდეგ ექნებათ.


"კამპანიის ეფექტიანი განხორციელების მიზნით საქართველოს მთავრობამ სამოქმედო გეგმა შეიმუშავა, რომელიც ქვეყნის მოსახლეობისთვის პირდაპირი კომუნიკაციის გზით უვიზო მიმოსვლით სარგებლობის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდებას ისახავს მიზნად. კამპანიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია ბეჭდური, ინტერნეტ და ტელე-რადიო არხებით საინფორმაციო რგოლების გავრცელება. დღეიდან - 3 აგვისტოდან ვიდეო-რგოლების ტრანსლირება მოხდება როგორც ქართულ, ისე აფხაზურ, ოსურ, სომხურ, აზერბაიჯანულ და რუსულ ენებზე", - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


უვიზო მიმოსვლით სარგებლობის წესების შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი