„ფაშიზმი იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბოროტება მსოფლიოს ისტორიაში. დღეს აღინიშნება ფაშიზმზე გამარჯვების დღე. პირველ რიგში, ეს დღე უნდა მივულოცოთ ჩვენს ვეტერანებს, ჩვენს გმირებს და პატივი უნდა მივაგოთ იმ ადამიანების ხსოვნას, რომლებმაც ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლას შესწირეს თავი”, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ვაკის პარკში, სადაც დეპუტატებთან ერთად, უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით შეამკო.
ირაკლი კობახიძემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან ერთად, დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო და ღონისძიებაზე შეკრებილ ვეტერანებსა და მათ ოჯახებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე კიდევ ერთხელ მიულოცა.
9 მაისს მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 74 წელი შესრულდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.