"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერებმა სამგორის რაიონში ოფისი გახსნეს
03-08-2015, 05:45

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერებმა დღეს სამგორის რაიონული ოფისი გახსნეს. ოფისი ვარკეთილში, კალოუბნის ქ.#10-ში მდებარეობს და მას ბესიკ ბერიძე უხელმძღვანელებს.


"ეს არის ოფისი ჩვენი მოქალაქეებისთვის. ის იქნება სამგორელების სამსახურში, რადგან, ვხედავთ, რომ დედაქალაქის ხელმძღვანელობის მიერ ვერ გვარდება პრობლემები, არ არის საკმარისი პასუხისმგებლობა, საკმარისი კომპეტენცია და საკმარისი მონდომება, თუკი ის საერთოდ არსებობს. ამიტომ ჩვენ, "თავისუფალი დემოკრატები" გთხოვთ სამგორის მოქალაქეებს, გვითხარით, გაგვიზიარეთ თქვენი პრობლემები, რათა ერთად განვსაზღვროთ და გამოვკვეთოთ მათი მოგვარების გზები და გამოვიდეთ ისეთი შეთავაზებებით, რომელიც იქნება რეალისტური და რეალიზებადი", - მიმართა ოფისის გახსნაზე რაიონის მოსახლეობას პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ალექსი პეტრიაშვილმა.


მისივე ინფორმაციით, "თავისუფალი დემოკრატები" თბილისში რაიონული ოფისების გახსნას მალე დაასრულებს, რის შემდეგაც ანალოგიური პროცესი მთელი ქვეყნის მასშტაბით, რეგიონებში დაიწყება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი