საქართველოს ვიცე პრემიერმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრს, კრისტოფ კასტანერს უმასპინძლა.
შსს-ს ცნობით, საქართველოში საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ოფიციალური ვიზიტი მიზნად ისახავს ორ ქვეყანას შორის შორის საპოლიციო და სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებას. საფრანგეთთან საპოლიციო თანამშრომლობის გაძლიერებას საფუძვლად დაედო, ერთი წლის წინ, გიორგი გახარიას შეხვედრა ქალაქ პარიზში, ფრანგ კოლეგასთან - ჟერარ კოლომბთან.
ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ასეთი მაღალი დონის ოფიციალური ვიზიტით სტუმრობს საქართველოს.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, მინისტრებმა ხელი მოაწერეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საფრანგეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის ადმინისტრაციულ შეთანხმებას, რომელიც მიზნად ისახავს ორ ქვეყანას შორის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებას.
უწყების ინფორმაციით, ასევე, მინისტრები შეთანხმდნენ, რომ მიმდინარე საკითხების განსახილველად, თვეში ერთხელ, მათ შორის სატელეფონო საუბარი შედგება.
„შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და საფრანგეთის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებულ საპოლიციო თანამშრომლობაზე, რომელიც წარმატებით ხორციელდება ორივე მხარის პოლიციის ატაშეების ჩართულობით, ერთობლივი ოპერაციების განხორციელების, დანაშაულთან დაკავშირებული ინფორმაციის უწყვეტ რეჟიმში გაცვლისა და სამუშაო ვიზიტების მეშვეობით.
ასევე, მინისტრებმა განიხილეს საქართველოს მოქალაქეების ევროკავშირში უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებული მიმდინარე საკითხები. მხარეებმა ხაზი გაუსვეს ევროპასთან თავისუფალი მიმოსვლის პოლიტიკურ და პრაქტიკულ მნიშვნელობას საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში.
გიორგი გახარიამ ფრანგ კოლეგას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებული და დაგეგმილი რეფორმები გააცნო. კრისტოფ კასტანერმა დადებითად შეაფასა ფრონტექსსა და ევროპოლთან არსებული თანამშრომლობა და საქართველოს პოლიციის ატაშეების ქსელის გაფართოება.
მხარეებმა ორი ქვეყნის საპოლიციო სფეროში თანამშრომლობის შესახებ სამომავლო გეგმები დასახეს", აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.