გუდამაყრის ადმინისტრაციულ ერთეულში გადაუღებელი წვიმის შედეგად ადიდებული არაგვის მიერ დაზიანებული გზების - კიტოხი-ჩოხის, კიტოხი-ბაკურხევის, ჩოხი-ბურსაჭილის და დიხჩო-ბახანის გაწმენდა მიმდინარეობს.
დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის, მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციის და საავტომობილო გზების დეპარტამენტის ორგანიზებით, გაწმენდითი და პრევენციული სამუშაოები დილიდან ხორციელდება.
გუდამაყრის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის, მალხაზ წიკლაურის თქმით, ადგილზე იმყოფება შესაბამისი ტექნიკა და ამ ხეობის 12 სოფელში მისასვლელი გზა, უახლოეს მომავალში მოწესრიგდება.
ინფორმაციას დუშეთის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.