რუმინეთის სენატმა საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო
11-02-2014, 11:28

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

რუმინეთის სენატმა საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია გუშინ ერთხმად მიიღო. დოკუმენტში გამოხატულია რუმინეთის მხარდაჭერა საქართველოს ევროპული მომავლისადმი.

 


პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, რეზოლუციის მიღებას საპატიო სტუმრის სტასუსით რუმინეთში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი და საპარლამენტო დელეგაციის წევრები დაესწრნენ. რეზოლუცია სენატის სხდომაზე რუმინეთ-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის თვმჯდომარემ, სტეფან ოპრეამ წარადგინა.

 

 

,,რუმინეთის პარლამენტმა, კიდევ ერთხელ გამოხატა თავისი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის და ჩვენი გადაწყვეტილების - გავხდეთ ევროპის და ნატო-ს წევრები" - განაცხადა დავით უსუფაშვილმა რეზოლუციის მიღების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას.

 

 

მისი თქმით, აღნიშნული რეზოლუცია ერთგვარი შეჯამებაა იმ პოზიციების, რაც რუმინეთში არსებობს საქართველოს მიმართ.

 

 

"ჩვენი ვიზიტის ამოცანა ზუსტად ისაა, რომ ჩვენი მეგობრები - ის ქვეყნები, ის პოლიტიკოსები, პოლიტიკური ძალები, რომლებიც საქართველოს უჭერენ მხარს ჩვენი სტრატეგიული საკითხების გადაწყვეტაში, კიდევ უფრო მობილიზებული იყვნენ უახლოესი თვეების, წლების განმავლობაში, როდესაც ჩვენ მათი მხარდაჭერა განსაკუთრებით დაგვჭირდება. ამ ვიზიტიდან ჩვენ კონკრეტული შედეგით დავბრუნდებით ქვეყანაში არა მარტო ამ რეზოლუციით, არამედ კონკრეტული შეთანხმებებით იმის შესახებ, თუ რუმინეთის პარლამენტი როგორ დაეხმარება საქართველოს პარლამენტს ევროინტეგრაციის გზაზე ანუ იმ გზაზე, რაც მათ უკვე გავლილი აქვთ",-განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

 

ქართული დელეგაციის რუმინეთში ვიზიტი დღეს დასრულდება.

 

 

 

 

 

 

http://www.newspress.ge/politika/36881-ruminethis-senatma-saqarthvelos-mkhardamtceri-rezolucia-miigho.html 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი