"დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარე, ნინო ბურჯანაძე ყოფილი ხელისუფლების წევრების მიმართ საერთაშორისო ძებნის შეწყვეტას "ქართული ოცხნების" კრახად მიიჩნევს და აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლის მიზანი, არა მოძალადე რეჟიმის დასჯა, არამედ მიხეილ სააკაშვილისა და მისი გუნდის პოლიტიკური რეაბილიტაციაა.
როგორც ბურჯანაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნული ფაქტები ადასტურებს, რომ ხელისუფლების და ბიძინა ივანიშვილის მიზანი არა სამართლიანობის აღდგენა, არამედ მიხეილ სააკაშვილის და მისი თანაგუნდელების პოლიტიკური რეაბილიტაციაა.
"ეს არის საქართველოს ხელისუფლების კიდევ ერთი კრახი, რომლითაც პრაქტიკულად ოფიციალურ დონეზე გათეთრდა და გაცოცხლდა დამნაშავე "ნაციონალური მოძრაობა". ჩვენ ყოველდღიურად ვხედავთ, რომ ადამიანები, რომლებიც ქართველი ხალხის მიერ იყვნენ ეჭვმიტანილი უმძიმეს დანაშაულებებში, თავისუფლად ტოვებენ ქვეყანას, იხსნებიან ინტერპოლის ძებნილთა სიიდან, იგებენ ევროპულ სასამართლოებს, ინიშნებიან მეგობარ სახელმწიფოებში წამყვან პოლიტიკურ თანამდებობებზე, ხოლო მათ მიერ, წლების მანძილზე გამწარებული საქართველოს მოსახლეობა მესამე წელია ელოდება ქვეყანაში სამართლიაობის პროცესის დაწყებას. ეს არის ფაქტი და ამ ფაქტს დღეს მხოლოდ ერთი ახსნა შეიძლება მოეძებნოს: როგორც სჩანს, ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლის მიზანი, არა მოძალადე რეჟიმის დასჯა, ქვეყანაში სამართლიანობის დამკვიდრება და დატერორებული ხალხისათვის უკანონოდ ჩამორთმეული ქონების დაბრუნება, არამედ მიხეილ სააკაშვილისა და მისი გუნდის პოლიტიკური რეაბილიტაციაა", – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.