მალხაზ მაჩალიკაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე მივიდა. სუს-ის შენობაში შესვლამდე მან მედიასთან განცხადება გააკეთა.
„ამათთან რამდენიმე ადამიანი ზის, ვისაც დაუშავებიათ ჩემს წინაშე, მთელი ერის წინაშე, საქართველოს წინაშე, მთელი ქისტი მოსახლეობის წინაშე, ის სისხლგასვრილი ხელებით აქ სხედან. ესენი არიან დასაჭერი, მე არაფერი ჩამიდენია.... არ არის არანაირი დანაშაული ჩადენილი, არც დანაშაულის მცდელობა არ არის", განაცხადა მალახაზ მაჩალიკაშვილმა, რომელიც ე.წ. მოდულის შენობაში ადვოკატებთან ერთად შევიდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.