ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინვესტორებთან ურთიერთობაზე პასუხისმგებელი მინისტრის მოადგილის შტატი ემატება, - ახალ მოადგილეებს პრემიერ მინისტრი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცებს.
როგორც მამუკა ბახტაძემ სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ინვესტორებს ერთი ფანჯრის პრინციპით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო მოემსახურება, ხოლო მინისტრის მოადგილე ინვესტორებთან ურთიერთობაზე პასუხისმგებელი იქნება არა მხოლოდ ინვესტირებამდე, არამედ ინვესტიციების განხორციელების შემდგომაც.
„ჩვენ რამდენიმე თვე ვმუშაობდით, რათა ეს შედეგი მიგვეღო. რა თქმა უნდა ეს არის მნიშვნელოვანი ცვლილება, იქიდან გამომდინარე, რომ ეს მოადგილე ამავე დროს პასუხისმგებელი იქნება სხვა უწყებებთან კოორდინაციაზე, ვინაიდან ინვესტორებს ურთიერთობა მოუწევთ არა მხოლოდ ეკონომიკის სამინისტროსთან, არამედ სხვა უწყებებთან. ბუნებრივია, ჩვენ ამ პრაქტიკას შევზღუდავთ და იქნება ერთი ფანჯრით მომსახურების პრინციპი, სადაც მხოლოდ ეკონომიკის სამინისტრო იქნება პასუხისმგებელი ინვესტორებთან ურთიერთობებზე. ამასთან ერთად, მნიშვნელოვანი ფოკუსი გაკეთდება თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმზე ევროკავშირთან და იმ პრიორიტეტული და პერსპექტიული საქონლისა და მომსახურების ჩამონათვალზე, რომელზეც ჩვენ აქცენტს გავაკეთებთ მომავალში, რათა კიდევ უფრო მეტად გავზარდოთ სავაჭრო ბრუნვა ევროკავშირთან", განაცხადა მამუკა ბახტაძემ, როგორც ამას პრემიერ მინისტრის პრესსამსახური იტყობინება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.