მთავრობა ცივი იარაღის შესახებ არსებული რეგულაციების გამკაცრების ინიციატივით გამოდის, - შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილება მთავრობას დღეს წარედგინა.
როგორც პრემიერ მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ამ თემაზე სამოქალაქო საზოგადოების არგუმენტირებული მოთხოვნა არსებობდა.
„ყველა ვთანხმდებით, რომ საზოგადოებრივი უსაფრთხოება და მართლწესრიგის დაცვა თითოეული ჩვენგანის პრიორიტეტია და ბუნებრივია, ჩვენ ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ.
დაგეგმილი გვაქვს რიგი ღონისძიებები და ამას ვაკეთებთ ისე, რომ დაცული იყოს დემოკრატიული სახელმწიფოს მთავარი პრინციპები - ადამიანის უფლებები და თავისუფლება. ჩვენ ვამკაცრებთ ცივ იარაღთან დაკავშირებულ რეგულაციას, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ინიციატივა შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოამზადა. ბუნებრივია, საუბარია არა მხოლოდ დანაშაულზე რეაქციის გამკაცრებაზე, არამედ პრევენციაზე, ცივი იარაღის უკონტროლო ბრუნვის აღკვეთაზე. ჩვენ მაქსიმალურად დავეყრდენით ევროპული ქვეყნების გამოცდილებას. საქართველოში დღეს არსებული რეგულაციით, ცივი იარაღით ვაჭრობა შეუძლია ნებისმიერ პირს, ნებისმიერ ადგილას, მათ შორის სკოლების მიმდებარე ტერიტორიაზე და ეს ხდება ფაქტობრივად ყოველგვარი სტანდარტის დაცვის გარეშე. ეს მიუღებელია. ჩვენი რეგულაცია ითვალისწინებს ახალი პრაქტიკის, ახალი რეგულაციების დანერგვას, რომელიც, დარწმუნებული ვარ, საშუალებას მოგვცემს, დავაზღვიოთ ძალიან ბევრი რისკი, რომელიც ზოგადად ცივი იარაღის უკანონო ბრუნვას უკავშირდება", განაცხადა მამუკა ბახტაძემ, როგორც ამას პრემიერ მინისტრის პრესსამსახური იტყობინება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.