რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ გასულ წელთან შედარებით, პირველი მაისის მდგომარეობით, 100 მილიონი ლარით მეტი აითვისა
10-05-2019, 16:33

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ გასულ წელთან შედარებით, პირველი მაისის მდგომარეობით, 100 მილიონი ლარით მეტი აითვისა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

 

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოში ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, როგორც ცენტრალურ, ისე მუნიციპალურ დონეზე ძალიან მნიშვნელოვანი აქცენტი კეთდება, თუმცა ბიუჯეტიდან ამ მიმართულებით სახსრების გაზრდის შემდეგ თანხების გარკვეულწილად გამოწვევას წარმოადგენდა.

 

 

„მე გუნდს ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად დავუსახე, შეგვეცვალა პროცედურები და მიდგომები ისე, რომ საზოგადოება და ჩვენც დავრწმუნდეთ, რომ ამ მასშტაბური ინვესტიციების ათვისება ხდება დროულად, ვადაში და სწრაფი ტემპით. ამ ნაწილში, შარშანდელთან შედარებით, პირველი მაისის მდგომარეობით, ინფრასტრუქტურის სამინისტრომ აითვისა 350 მილიონი ლარი, ანუ გასულ წელთან შედარებით 100 მილიონი ლარით მეტი. გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ გეგმას გადააჭარბა 27%-ით, ხოლო საავტომობილო გზების დეპარტამენტმა - 17%-ით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი წინსვლა", განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

 

პრემიერის შეფასებით, სასიხარულოა, რომ მნიშვნელოვანი პროგრესია მუნიციპალიტეტების დონეზეც.

 

 

„ჩვენ მნიშვნელოვნად გავზარდეთ წელს ბიუჯეტი ადგილობრივი მუნიციპალიტეტებისთვის. განსახორციელებელი პროექტებისთვის ფონდიდან გამოყოფილი თანხა 261 მილიონ ლარზე მეტია, რაც წინა წლის იგივე მაჩვენებელს 1.7-ჯერ აღემატება. აქაც მნიშვნელოვანი პროგრესი გვაქვს, საუბარია ფაქტობრივად 100-პროცენტიან შესრულებაზე. იმის ფონზე, რომ შარშან ამ პერიოდში იყო 73-პროცენტიანი შესრულება და გაზრდილი ბიუჯეტის ფონზე გვაქვს თითქმის 100-პროცენტიანი შესრულება, არსებობს საფუძველი, ვისაუბროთ მნიშვნელოვან პროგრესზე. დღეის მდგომარეობით ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია 207 მილიონი ლარის ღირებულების 409 პროექტის განხორციელებაზე, საიდანაც 250 ობიექტზე სამუშაოები უკვე დაწყებულია. ეს ძალიან ოპტიმისტური და დამაიმედებელი შედეგებია", აღნიშნა პრემიერმა.

 

 

მთავრობის მეთაურმა გუნდის წევრებს მადლობა გადაუხადა და მათ კიდევ უფრო მეტი ტემპისკენ მოუწოდა.

 

 

„ჩვენ გვაქვს სერიოზული პროგრესი, ცვლილებებმა პროცედურებსა და მიდგომებში უკვე მოგვცა კონკრეტული შედეგი, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ მომავალ თვეებში მეტი სახსრები გვაქვს მიმართული აღნიშნულ პროექტებზე, კიდევ უფრო უნდა მოვინდომოთ და უკეთესი შედეგი დავდოთ", აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი