სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით ურეკში მაშველებმა 13 წლის გოგონა დახრჩობას გადაარჩინეს, თუმცა მათი პროფესიული მოვალეობის შესრულებისას თავად დასჭირდათ დახმარება.
სოციალურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ძლიერი ტალღების და შტორმის გამო, რომელიც შავი ზღვისპირეთში დღეს ფიქსირდება, ისინი წყლიდან გამოსვლას ვეღარ ახერხებდნენ, მათ გადასარჩენად დამსვენებლებმა ცოცხალი ჯაჭვი შეკრეს. საბოლოოდ კი მაშველების გადარჩენა და ზღვიდან გამოყვანა ერთობლივი ძალებით დამსვენებლებმა მაინც შეძლეს.
დაბა ურეკში გამგებლის წარმომადგენლის დავით რობაქიძის ინფორმაციით კი, დღეს 3 აგვისტოს 14:00 საათზე, მაშველებმა ნამდვილად აღმოუჩინეს 13 წლის მოზარდს დახმარება. თუმცა, ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ცოცხალი ჯაჭვი მაშველების გადასარჩენად გაკეთდა, არასწორია.
„სააგენტოებმა არასწორად გააშუქეს ინფორმაცია. ისინი წერდნენ, რომ მაშველები იხრჩობოდნენ და მათ დასჭირდათ დახმარება, ეს ასე არ ყოფილა. რადგან იყო დიდი დინება, სამაშველო ბაწრის სიგრძე საკმარისი არ აღმოჩნდა, რომ მოზარდი მისწვდომოდა, ამიტომ გახდა საჭირო ცოცხალი ჯაჭვის გაკეთება, რომ ბაწარი დაგრძელებულიყო“- განაცხადა გამგებლის წარმომადგენელმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.