მთავრობამ უშუქო დასახლებებში მზის პანელების დასამონტაჟებლად 2 მილიონი ლარი გამოყო, - როგორც საქართველოს პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, შესაბამისი პროექტი უკვე მომზადებულია.
მთავრობის მეთაურის ინფორმაციით, ძირითადად საუბარია ისეთ დასახლებებზე, რომელსაც უნიკალური ტურისტული პოტენციალი აქვს და იქიდან გამომდინარე, რომ მოსახლეობას ელექტროენერგიაზე წვდომა არ აქვს, მათი განვითარება ფერხდება.
პრემიერ მინისტრმა პროგრამის განხორციელებისთვის გაწეული მნიშვნელოვანი მხარდაჭერისთვის USAID-ს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.