ონის მუნიციპალიტეტის მერმა ემზარ საბანაძემ, პირველ მოადგილესთან დიმიტრი საყვარელიძესთან და შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, სოფლებში - სევაში, გლოლაში, საკაოში, ლაგვანთასა და ბორცოში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში გათვალისწინებული სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ, საქმის მწარმოებელი კომპანიის წარმომადგენლებსა და ტექნიკურ ზედამხედველთან გეგმიური სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე განიხილეს ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობა, მშენებლობის ხარისხი და მიწოდების ვადები.
სოფელი სევა - მიმდინარეობს წყალსადენის რეაბილიტაციის სამუშაოები. დღეის მდგომარეობით, დამუშავებულია გრუნტი წყალსადენის მილების მოსაწყობად.
სოფელი გლოლა - მიმდინარეობს წყალსადენის რეაბილიტაციის სამუშაოები. დღეის მდგომარეობით, მოწყობილია რკინა-ბეტონის 8 მ3 მოცულობის სამარაგო რეზერვუარი.
სოფელი საკაო - მიმდინარეობს თავშეყრის ადგილის მოწყობა. დღეის მდგომარეობით, მოწყობილია საყრდენი ბოძები.
სოფელი ლაგვანთა - მიმდინარეობს სარიტუალო დარბაზის მოწყობა. დღეის მდგომარეობით, მიმდინარეობს კედლების ლესვის სამუშაოები.
სოფელი ბორცო - მიმდინარეობს გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები. დღეის მდგომარეობით, სამუშაოები დასრულების პროცესშია.
სამუშაოები მიმდინარეობს შეუფერხებლად, გრაფიკთან ჩამორჩენის გარეშე. შენიშვნები არ გამოკვეთილა.
ინფორმაციას ონის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.