ვარკეთილის დასახლებაში წერეთლის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
11-05-2019, 10:13

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სამგორის რაიონის გამგეობა ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს სხვადასხვა მისამართზე ახორციელებს, რომლის ფარგლებში, ვარკეთილის დასახლებაში, წერეთლის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

 

 

პროექტის შედეგად, საგზაო ინფრასტრუქტურა 4 500 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდება და ასფალტის საფარი დაიგება. ასევე, ეწყობა ბორდიური და ტროტუარი.

 

 

მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები სამგორის რაიონის გამგებელმა კახა გულედანმა, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძემ და საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატებმა დაათვალიერეს.

 

 

„სამგორის გამგეობა საგზაო სამუშაოებს პარალელურად, რამდენიმე მისამართზე აწარმოებს. წერეთლის ქუჩაზე საკმაოდ მასშტაბური სამუშაოები დავიწყეთ, რომელიც ორ თვეში დასრულდება. ინფრასტრუქტურის მოწესრიგებამდე, გასულ წელს ამ ქუჩაზე წყალარინებისა და წყალმომარაგების ქსელები შეიცვალა. ვარკეთილის დასახლებაში, გასულ წელს რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაციაც განხორციელდა, სადაც ასფალტის საფარი შიდა ეზოებშიც დაიგო“, განაცხადა კახა გულედანმა.

 

 

პროექტის განსახორციელებლად, სამგორის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 300 000 ლარი გამოიყო. სამუშაოებს კომპანია „არსაკიძე 2000“ ასრულებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი