სოფელ ტობანიერში დიდი ქართველი მეცნიერის, კორნელი კეკელიძის 140 წლის იუბილე აღნიშნეს
11-05-2019, 10:22

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

ვანის მუნიციპალიტეტში, სოფელ ტობანიერში კორნელი კეკელიძის სახლ-მუზეუმში დიდი ქართველი მეცნიერის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ერთ-ერთი დამაარსებელის, კორნელი კეკელიძის 140 წლის იუბილე აღნიშნეს.

 

 

ღონისძიებას ვანის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გოგორიშვილი, მერის მოადგილეები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და საზოგადოების სხვა წევრები დაესწრნენ. მომავალი მეცნიერი 1879 წლის 30 აპრილს დაიბადა ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ტობანიერში , სამსონ კეკელიძის და და თებრონე ურუშაძის მრავალშვილიან ოჯახში.კორნელიმ წერა-კითხვა ოჯახში ისწავლა. 1

 


886 წელს იგი შეიყვანეს ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში. შემდეგ სწავლა განაგრძო თბილისის სასულიერო სემინარიაში. როგორც წარჩინებულ კურსდამთავრებულს, შესაძლებლობა მისცეს „სახელმწიფოს ხარჯზე“ესწავლა კიევის სასულიერო აკადემიაში, რომელიც 1904 წელს დაამთავრა. კორნელი კეკელიძე ერთ-ერთი მათგანია, ვინც გამოავლინა, შეისწავლა, გამოსცა და სამეცნიერო კვლევები მიუძღვნა ძველი ქართული ლიტერატურის უბრწყინვალეს ნიმუშებს. კეკელიძის პირველი სამეცნიერო ნაშრომი "ახალი საგალობლები აბო თბილელისა" 1905 ჟურნალ „მწყემსში“ დაიბეჭდა. 1907 წელს დაიცვა სამაგისტრო დისერტაცია, ეს ყოფილა პირველი შემთხვევა რუსეთის იმპერიაში, როცა აკადემიაში ქართველი ქართულ თემაზე იცავდა დისერტაციას. კორნელი კეკელიძე გარდაიცვალა 1962 წლის 7 მაისს, ის დაკრძალულია უნივერსიტეტის ეზოში.

 

 

„ამაყი ვარ,რომ ვანის მიწაზე დაიბადა საქართველოსთვის თავდადებული ადამიანი, ბრწყინვალე მეცნიერი, რომელმაც თავდაუზოგავი შრომით დაამტკიცა, რომ ძველი ქართული ლიტერატურა არის ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი მსოფლიო, საკაცობრიო კულტურისა, მისი შესწავლით მსოფლიო რწმუნდება ჩვენს მნიშვნელობაში და უფლებებში“, - განაცხადა ალექსანდრე გოგორიშვილმა, როგორც ამას ვანის მერიის პრესსამსახური იტყობინება.

 


ღონისძიებას ორგანიზება გაუწია ვანის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურმა და ა(ა)იპ “ხელოვნებისა და ტურიზმის განვითარების ცენტრმა”.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი