ახმეტის მუნიციპალიტეტში, პანკისის ხეობაში ხანგრძლივი წვიმის შედეგად ადიდებული მდინარე ალაზანი კალაპოტიდან გადმოვიდა და მიმდებარე ტერიტორია დატბორა, დააზიანა სოფლების -დუმასტურისა და ჯოყოლოს დამაკავშირებელ ხიდთან მისასვლელი გზა.

ახმეტის მერიის პრესსამსახურის ცნობით, მუნიციპალიტეტის მასშტაბით ასევე ადიდდა მცირე ზომის ხევები, რის შედეგადაც დატბორილია საცხოვრებელი სახლების ეზოები, დაზიანებულია სოფლების შიდა გზები და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები. ზარალი მიადგა ბაბანეურის, არგოხისა და მაღრანის მოსახლეობას.

სტიქიის ზონაში მუნიციპალიტეტის მერი - იოსებ ქარუმაშვილი, კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე - ირაკლი შიოშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.