გერგეთის გზის დაზიანებულ მონაკვეთზე საპროექტო სამუშაოები მიმდინარეობს
11-05-2019, 10:51

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, სტეფანწმინდა-სამების ეკლესიასთან მისასვლელ 5.6-კმ-იანი გზის, სტიქიური მოვლენების შედეგად დაზიანებულ 300-მეტრიან მონაკვეთზე საპროექტო და გეოლოგიური სამუშაოები მიმდინარეობს.

 

 

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილი გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დაზიანებულ მონაკვეთზე, პრობლემის დაფიქსირებისთანავე, გზების დეპარტამენტის მხრიდან მოხდა მყისიერი რეაგირება საგზაო უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით და ავტოტრანსპორტის გადაადგილება აღნიშნულ მონაკვეთზე ცალმხრივად მიმდინარეობს.

 

 

დეპარტამენტის ტექნიკურისამსახურების, საპროექტო ორგანიზაციის წარმომადგენლები და გეოლოგები ადგილზე იმყოფებოდნენ და არსებული მდგომარეობა დეტალურად შეისწავლეს.

 

 

 

 

სტიქიური მოვლენებისაგან გამოწვეული პრობლემის მოსაგვარებლად, შესაბამისი ღონისძიებები დაისახება და და სტიქიის პრევენციის სამუშაოები რამდენიმე დღეში დაიწყება.

 

 

სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში საავტომობილო მოძრაობა არ შეფერხდება და დაზიანებულ მონაკვეთზე ცალმხრივ რეჟიმში გაგრძელდება.

 

 

„გეოლოგებთან და საპროექტო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე გავეცანით არსებულ მდგომარეობას. უკვე დაწყებულია პროექტირება სტიქიის ლიკვიდაციისა და პრევენციის კუხით. პარალელურ რეჟიმში, შემდეგ კვირში დავიწყებთ დაზიანებული მონაკვეთის აღდგენის სამუშაოებს. ხოლო რაც შეეხება პრობლემის სრულად აღმოფხვრას, სამუშაოები რამდენიმე თვეს გასტანს“, განაცხადა საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი წერეთელმა.

 

 

აღსანიშნავია, რომ დამატებითი სამუშაოები არ გამოიწვევს პროექტის ღირებულების გაძვირებას და ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გახარჯვას. დაზიანებული მონაკვეთის აღდგენა, პროექტის თავდაპირველი ღირებულებიდანხარისხის უზრუნველსაყოფად განკუთვნილი და ამ მიზნით შემსრულებელი კომპანიისთვის დაკავებული 5%-ის ფარგლებში მოხდება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი