„ბრძოლა გაგრძელდება იმ დღემდე, სანამ სახელმწიფო არ იტყვის - დიახ, ჩვენ დავაშავეთ მაჩალიკაშვილის ოჯახის წინაშე“ - მალხაზ მაჩალიკაშვილი პარლამენტის წინ საპროტესტო აქციას განაგრძობს
11-05-2019, 13:28

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პანკისის ხეობაში სპეცოპერაცისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში 7-საათიანი დაკითხვის შემდეგ, დედაქალაქის მთავარ გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ დაბრუნდა და საპროტესტო აქციას განაგრძობს.

 

 

მალხაზ მაჩალიკაშვილის თქმით, ბრძოლა იმისთვის, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის უდანაშაულობა დამტკიცდეს და სახელწმიფომ მისი ოჯახის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული აღიაროს, გაგრძელდება.

 

 

„ყველა იმ კითხვას გავეცი პასუხი, რაც კი მითქვამს და რაც მქონია გააზრებული, რაც კი გამიფიქრია, მერე რაც გადამიფიქრია და რასაც ვფიქრობ, ყველაფერი. მე დასამალი არ მაქვს, არც დავმალავ, არც ის მანაღვლებს დამიბარებენ თუ არა, არც ის მანაღვლებს დამაკავებენ თუ არა. მე მანაღვლებს ერთი რამ - სახელმწიფო აღიარებს შეცდომას, რომ ამათ მოკლეს თემირლანი უდანაშაულოდ. რაც შეეხება ჩემს ბრძოლას, ჩემი ბრძოლა გაგრძელდება იმ დღემდე, სანამ სახელმწიფო არ იტყვის - დიახ, ჩვენ დავაშავეთ მაჩალიკაშვილის ოჯახის წინაშე", განაცხადა მაჩალიკაშვილმა, რომლისთვისაც ბრალი ამ დრომდე არ წარუდგენიათ.

 

 

სუს-მა რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა აუდიოჩანაწერი, რომელშიც უწყების მტკიცებით, მალხაზ მაჩალიკაშვილი თავის ძმისშვილს, მორის მაჩალიკაშვილს ტერორისტული აქტის მომზადებაზე ესაუბრება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი