საქართველოს პრემიერ მინისტრის განცხადებით, საუბარი იმაზე, რომ საქართველოს შეიძლება ვიზა-ლიბერალიზაცია შეუჩერდეს, საფუძველს მოკლებულია.
მამუკა ბახტაძის თქმით, ქვეყნის თითოეული მოქალაქე ქართული სახელმწიფოს მონაპოვარს განსაკუთრებულად უნდა გაუფრთხილდეს.
„რა თქმა უნდა, ეს სიმართლეს არ შეესაბამება, ისევე როგორც ბევრი სხვა რაღაც რის აჟიტირებასაც ცდილობენ. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ვიზა-ლიბერალიზაციაზე, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ასოცირების ხელშეკრულებაზე ევროპასთან, ეს არ გახლავთ ვინმეს მონაპოვარი, ეს არის ქართული სახელმწიფოს მონაპოვარი.
განსაკუთრებით უნდა გავუფრთხილდეთ ამას და საქართველოს თითოეული მოქალაქე უნდა იყოს განსაკუთრებული პასუხისმგებლობით გამსჭვალული, როდესაც ვდგამთ ნაბიჯებს და ვსარგებლობთ, ამ ძალიან დიდი სარგებლით.
რა თქმა უნდა, ეს პროცესი მიმდინარეობს, მაგრამ კიდევ ერთხელ მსურს ყველა დავარწმუნო, რომ საუბრები იმაზე, რომ საქართველოს შეიძლება ვიზა-ლიბერალიზაცია შეუჩერდეს, არის სრულიად საფუძველს მოკლებული”, უთხრა მთავრობის მეთაურმა მედიის წარმომადგენლებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.