სოფელ გლდანში, 26 მაისის ქუჩაზე წყალარინების ცენტრალური ქსელი ეწყობა
11-05-2019, 16:14

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გლდანის რაიონის გამგეობამ სოფელ გლდანში, 26 მაისის ქუჩაზე, წყალარინების ცენტრალური ქსელის მოწყობის სამუშაოების პირველი ეტაპი დაიწყო. პროექტის შედეგად, დაახლოებით, 1 356 გრძივ მეტრზე წყალარინების ქსელი მოეწყობა.

 

 

მიმდინარე სამუშაოებს, გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ შალვა ოგბაიძესთან ერთად გაეცნო და მოსახლეობას შეხვდა.

 

 

„გამგეობა სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ სამუშაოს ახორციელებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა რაიონში წყალარინების ქსელების არარსებობა, რა მიმართულებითაც აქტიურად ვმუშაობთ. აღნიშნული პრობლემა უკვე არაერთ მისამართზე მოგვარდა. 26 მაისის ქუჩაზე მოსახლეობას შევხვდით და მიმდინარე სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მივაწოდეთ. გარდა ამისა, წყალარინების ქსელი ბერთუბანშიც ეწყობა. აღნიშნულ დასახლებებს წყალარინების ქსელი აქამდე არ ჰქონია, რაც მოსახლეობას დისკომფორტს უქმნიდა“, განაცხადა ბექა მიქაუტაძემ.

 


სამუშაოები, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული შპს ,,მეოხი’’ ახორციელებს, მიმდინარე წლის ივლისში უნდა დასრულდეს. წყალარინების ქსელის მოწყობისთვის გლდანის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 279 885 ლარია გათვალისწინებული.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი