რამდენიმედღიანი გადაუღებელი წვიმის შედეგად, დუშეთის მუნიციპალიტეტის ქვეშეთის ადმინისტრაციულ ერთეულში, ლომისის მონასტერთან მისასვლელ გზაზე ღვარცოფი გამოვარდა და როგორც მონასტერს, ისე სოფელ მლეთის მოსახლეობას საფრთხე შეუქმნა.
ადგილზე იმყოფებოდნენ დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ სეხნიაშვილი, მერის პირველი მოადგილე გიორგი თანიაშვილი და ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენელები, რომელთა ორგანიზებით, გაწმენდითი სამუშაოები მაშინვე დაიწყო.
ქვეშეთის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის თენგიზ ბედოიძის თქმით, სიტუაცია დღევანდელი მდგომარეობით, კონტროლს ექვემდებარება, თუმცა ამინდის არასტაბილურობის გამო, ადგილზე რჩება შესაბამისი ტექნიკა (ბულდოზერი).
ინფორმაციას დუშეთის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.