ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ირში მდინარე ჯეჯორზე გადასასვლელი „ვატრის ხიდის“ სამშენებლო სამუშაოები დასრულდა.
მიმდინარე წლის 11 მაისს, მუნიციპალიტეტის მერმა ემზარ საბანაძემ, ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, ხიდი საზეიმოდ გახსნა.
„ეს დღე ირელებმა „ხვედიანის წმინდა გიორგის სალოცავზე" საზეიმო ტრაპეზით აღნიშნეს.
ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, „ვატრის ხიდის" აღდგენა მათთვის დიდი ხნის ოცნებას და ირისათვის, როგორც საზღვრისპირა სოფლისათვის, მნიშვნელოვან ყურადღებასა და ხელშეწყობას წარმოადგენს", აღნიშნულია ონის მერიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.