უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უშიშროების სამსახურს „დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს“ ლიდერის ნინო ბურჯანაძისთვის ქვეყანაში შესვლის აკრძალვის შუამდგომლობით მიმართა. შესაბამის დოკუმენტი სოციალურ ქსელში გავრცელდა.
წერილში აღნიშნულია, რომ მოსკოვში ნინო ბურჯანაძესა და რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარის სერგეი ნარიშკინს შორის გამართულ შეხვედრაზე უკრაინის მიმართ არამეგობრული განცხადებები გაკეთდა.
ამასთან, წერილში უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის და ევროპული ინტეგრაციისთვის ბრძოლაში მხარდაჭერისთვის დიდ მადლობას უხდის.
დოკუმენტს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მეორე ევროპული დეპარტამენტის დირექტორი იური მუშკა აწერს ხელს.
შეგახსენებთ, 10 ივლისს ნარიშკინთან მოსკოვში გამართულ შეხვედრაზე ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ ყირიმი უკრაინის ნაწილია და ყირიმის მოსახლეობამ რუსეთთან მიერთების საკითხზე გამართულ რეფერენდუმზე თავისი პოზიცია ძალდატანების გარეშე გამოხატა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.