მართლმადიდებელი ეკლესია ანდრია პირველწოდებულის ხსენებისა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღეს აღნიშნავს
12-05-2019, 08:31

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დღეს, 12 მაისს, მართლმადიდებელი ეკლესია საქართველოს განმანათლებლის, წმინდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულის ხსენებისა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღეს აღნიშნავს.

 

 

დღეს არის განსაკუთრებული დღე, ხსენება წმინდისა მოციქულისა ანდრია პირველწოდებულისა. პირველწოდებული არის იმიტომ, რომ პირველად მას მოუწოდა მაცხოვარმა, რომ ყოფილიყო მოციქული უფლისა“, ბრძანა 2017 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეს, ქადაგებისას.

 


„დღეს აღვნიშნავთ ანდრია პირველწოდებულის შემოსვლას საქართველოში, კერძოდ ლაზეთსა და აჭარაში. ასე რომ ლაზეთი აჭარა არის ჩვენი განმანათლებელი. ჩვენი ქრისტიანები ეწამნენ აქ, დღეს მათი ხსენებაცაა.

 

 

შეგახსენებთ იმასაც, რომ როდესაც წმინდა გიორგი მთაწმინდელი შეხვდა ანტიოქიის პატრიარქს, მან მოუწოდა, რომ საქართველოს ეკლესია უნდა ემორჩილებოდესო ანტიოქიას. საპასუხოდ გიორგი მთაწმინდელმა მოითხოვა ცხოვრება წმინდისა ანდრია პირველწოდებულისა; და იქიდან წაუკითხა ის ადგილი, სადაც აღნიშნულია, რომ ანდრია პირველწოდებული ქადაგებდა საქართველოში და ამის შემდეგ ყველამ მიიღო, რომ საქართველოს ეკლესია უნდა ყოფილიყო ავტოკეფალური, დამოუკიდებელი ეკლესია.

 


დღეს ჩვენ შევთხოვთ წმინდა ანდრია პირველწოდებულს, რომ აღავლინოს ლოცვა წინაშე ღვთისა, რათა მშვიდობა სუფევდეს მის მამულში - საქართველოში.

 


თქვენ იცით, რომ მოციქულ ანდრიას საქართველოში შემოსვლის წინ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა დედამ, როგორც პატრონმა საქართველოსი, თავის ნაცვლად გამოგზავნა თავისი ხატი; მან, საქართველო მისი წილხვედრია, მიიდო სახეზე ფიცარი და გამოისახა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახე. ეს ხატი ჩამოტანილი იქნა ჯერ აჭარაში. ამან იმდენად იმოქმედა მორწმუნე ხალხზე, რომ მოციქულს აჭარიდან აღარ უშვებდნენ და როცა ანდრია პირველწოდებულმა უთხრა, რომ მე ვარ გამოგზავნილი საქართველოს მოსაქცევად ღვთისმშობლის მიერ და ხატი აწყურში უნდა დაბრძანდესო. მათ სთხოვეს, ხატი დაგვიტოვე და შენ წადიო. მაშინ ანდრია პირველწოდებულმა მოატანინა მეორე ფიცარი, მიადო ღვთისმშობლის ხატსა და იქაც გამოისახა იგივე ღვთისმშობლის ხატი. აი, ეს დაუტოვა აჭარას, რომელიც მრავალ სასწაულს აღასრულებდა“, ბრძანა ილია მეორემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი