მახათას მთაზე მცირეწლოვანი დაშავდა - ბავშვი ტაძრის ეზოში მდებარე ხიდიდან გადავარდა
12-05-2019, 09:48

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მახათას მთაზე მცირეწლოვანი დაშავდა. „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ცნობით, მოზარდი ტაძრის ეზოში მდებარე ხიდიდან, დაახლოებით ოთხი მეტრი სიმაღლიდან გადავარდა, რა დროსაც წელის არეში დაზიანებები მიიღო.

 


დახმარება მოზარდს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა აღმოუჩინა. ექიმების თქმით, დაზიანებები სიცოცხლისთვის შეუსაბამო არ არის. ბიჭს წელის არეში ტკივილი აღენიშნებოდა, რის გამოც ექიმებმა მისი ჰოსპიტალში გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღეს.

 


დღეს, ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღეს, 10:00 საათზე მახათას მთაზე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი იკურთხება. საზეიმო ღვთისმსახურებას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე აღასრულებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი