"პრეზიდენტის მიერ შეწყალების მექანიზმის გამოყენების შედეგად, დღეს საქართველოში უვადო მსჯავრდებული ქალი აღარ არსებობს"
03-08-2015, 07:52

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პრეზიდენტი დიდ ყურადღებას უთმობს მსჯავრდებული ქალების საკითხს. პრეზიდენტის მიერ შეწყალების მექანიზმის გამოყენების შედეგად, დღეს საქართველოში უვადო მსჯავრდებული ქალი აღარ არსებობს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციის დეპარტამენტის უფროსმა თინათინ მჟავანაძემ განაცხადა.


მჟავანაძის თქმით, პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ქალთა უფლებების დაცვის მიმართ გამოთქმულ ყველა მოსაზრებასა და ინიციატივას ყურადღებით ეკიდება.


საქართველოს პრეზიდენტი დიდ ყურადღებას უთმობს მსჯავრდებული ქალების საკითხს. პრეზიდენტის მიერ შეწყალების მექანიზმის გამოყენების შედეგად დღეს საქართველოში უვადო მსჯავრდებული ქალი აღარ არსებობს. გარდა ამისა, პრეზიდენტმა 2013 წლიდან დღემდე 59 მსჯავრდებული ქალი შეიწყალა. აღსანიშნავია, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში სასჯელს 250 ქალი მსჯავრდებული იხდის.


საქართველოს პრეზიდენტი ყურადღებით ეკიდება ქალთა უფლებების დაცვის მიმართ გამოთქმულ ყველა მოსაზრებასა და ინიციატივას. გიორგი მარგველაშვილი შეწყალების კომისიასთან ერთად ყურადღებით გაეცნობა კონკრეტულ ხედვებს, თუკი ასეთი იქნება წარმოდგენილი”, – აღნიშნა მჟავანაძემ.


მისივე თქმით, პრეზიდენტი საზოგადოებაში ქალთა როლის გაძლიერებას და მათი უფლებების დაცვას აქტიურად უჭერს მხარს.


“საზოგადოებისა და პოლიტიკოსების აქტივობის შედეგად, აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებაში ქალთა როლი უფრო მეტად გაძლიერდა. ქვეყნის პირველი პირი აქტიურად უჭერს მხარს საზოგადოებაში ქალთა როლის გაძლიერებას და მათი უფლებების დაცვას, ასევე, სავალდებულო გენდერული კვოტირების მექანიზმის შემოღებას, პრეზიდენტი აქტიურად მონაწილეობს ქალთა საკითხების შესახებ საერთაშორისო და ადგილობრივ ღონისძიებებში”, – აცხადებს მჟავანაძე.


როგორც ცნობილია, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ პრეზიდენტს მიმართა, პატიმარ ქალთა მიმართ სასჯელის შემსუბუქების და შეწყალების მიდგომებს გადახედოს.


ასევე, დღესვე სასჯელაღსრულებისა და პრობაციის ახალმა მინისტრმა კახა კახიშვილმა პრეზიდენტსა და შეწყალების კომისიას მიმართა, ქალ მსჯავრდებულთა საკითხები უფრო სიღრმისეულად განიხილონ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი