„იქნებიან ახალი სახეები და ეს არის ჩვეულებრივი პროცესი“ - „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი პარტიის განახლებაზე საუბრობს
13-05-2019, 12:21

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" გენერალური მდივანი პარტიის განახლების საკითხზე საუბრობს. როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას კახა კალაძემ განაცხადა, პარტიაში ახალი საახები გამოჩნდებიან, თუმცა გენერალურ მდივანს არც კონკრეტული კანდიდატურები და არც მათი პოლიტიკურ ველზე გამოჩენის ვადები დაუსახელებია.

 


„იქნებიან ახალი სახეები და ეს არის ჩვეულებრივი პროცესი პოლიტიკურ პარტიებში, როდესაც ხდება პროფესიონალი, გამოცდილი კადრების, წარმატებული ადამიანების შემოსვლა.

 

 

ზოგადად, პოლიტიკურ პარტიაში ყოველთვის უნდა ხდებოდეს განახლება, ყოველთვის უნდა ხდებოდეს ახალი სახეების მიღება პარტიაში და ეს პროცესი არასდროს არ შეჩერებულა.

 

 

ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენს მომავალ თაობებს, ახალგაზრდებს, უფრო მეტი შანსი და შესაძლებლობა მივცეთ, რომ მათი ცოდნა, მათი გამოცდილება, მათი იდეები იქნეს განხორციელებული.

 

 

თუ რა სიახლეები იქნება 2020-თვის, ამასაც ვნახავთ. ჯერ ადრეა ამაზე საუბარი, დრო არის და ყველაფერი იქნება ცხადი, როგორც თქვენთვის, ასევე საზოგადოებისთვის", განაცხადა კახა კალაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი