გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელი ლევან ხაბეიშვილი იმ მაღალი თანამდებობის პირებს ასახელებს, რომლებიც მისი თქმით, ზუგდიდში „ქართული ოცნების" სასარგებლოდ, ამომრჩევლის მოსყიდვასა და დაშინებაში მონაწილეობენ.
„ბიძინა ივანიშვილი - „ქართული ოცნება" არის პანიკურ შიშში იმიტომ, რომ ისინი ზუგდიდში აგებენ არჩევნებს. შინაგან საქმეთა სამინისტრო - ბატონი გახარია - „ქართული ოცნება" ზუგდიდში ატარებს ოპერაციას - „სვავი". ამ შემთხვევაში, მაღალი თანამდებობის პირები მოვლენილი ჰყავთ ზუგდიდში იმისთვის, რომ კონკრეტულ ადამიანებს ჩამოართვან პირადობის მოწმობები, რათა ვერ მოხვდნენ არჩევნებზე, ვერ გამოხატონ საკუთარი ნება, ვერ მისცენ ხმა იმ კანდიდატს, რომელიც მათ სურს. ამაში ჩართულები არიან მაღალი თანამდებობის პირები. მაგალითად, როგორიც არს ჭაბუკა რაფავა, რომელიც შსს-ს გენერალური ინსპექციის დასავლეთ საქართველოს უფროსის მოადგილეა. ასევე ბატონი პაატა ზარანდია, რომელიც ფინანსური პოლიციის თანამშრომელია და გახლავთ შს მინისტრის მოადგილის ბატონი კაკავას კადრი. მას კონკრეტულად ჩაბარებული აქვს ჯიხაშკარი, სადაც ეწევა ადამიანების ზეწოლას, ტერორს, დაშინებას და პირადობის მოწმობების ჩამორთმევას. ასევე ბატონი გელა შანავა, რომელიც ფინანსურ პოლიციაში მუშაობს და ამ შემთხვევაში, ამ ადამიანს ჩაბარებული აქვს ქალაქი ზუგდიდი და ზედა ეწერი. ადგილობრივ ზონდერებს რაც შეეხება, დასუფთავების სამსახურის უფროსის მოადგილე ბატონი თენგიზ გოგოლიშვილი, რომელიც ემუქრება თანამშრომლებს სამსახურიდან დათხოვნით იმ შემთხვევაში, თუ არ მისცემენ ხმას „ქართულ ოცნებას" ან არ გადასცემენ მათ პირადობის მოწმობას. ასევე ბატონი დავით კოდუა, რომელიც მსგავს სპეცოპერაციას ატარებს დარჩელში და გახლავთ „ქართული ოცნების" შტაბის წევრი და სუს-ის ზონდერი", განაცხადა ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე ლევან ხაბეიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.