"ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" პოლიტსაბჭოს სხდომას მართავს.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პარტიის პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ, "ქართული ოცნების" ოფისში უკვე კოალიციის პოლიტსაბჭოს სხდომაც გაიმართება და ორივე სხდომაზე პარტიულ საქმიანობასთან დაკავშირებული და მიმდინარე პოლიტიკური საკითხები განიხილება.
პოლიტსაბჭოს სხდომას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.