პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" პოლიტსაჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში კოალიციის პოლიტსაბჭოს სხდომა დაიწყო, რომელსაც ირაკლი ღარიბაშვილი უძღვება.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ზურაბ ტყემელაძის თქმით, საუბარი ქვეყნისთვის " საჭირბოროტო საკითხებს" შეეხება.
"ყველა ის საკითხი იქნება განხილული, რომელიც საჭირბოროტოა ქვეყნისთვის და დაკავშირებულია როგორც აღმასრულებელ, ისე საკანონმდებლო ორგანოსთან",- განაცხადა ტყემალაძემ.
დავით ბერძენიშვილის განცხადებით კი, კოალიცია პოლიტსაბჭოს სხდომაზე მიმდინარე პოლიტიკური სეზონის შედეგებს შეაჯამებს.
"საგაზაფხულო სესია დამთავრდა ისე, როგორც დასრულდა რიგგარეშე სესია. ასე რომ, მოხდება ამ პოლიტიკური სეზონის შეჯამება. ერთ თვეში ახალი პოლიტიკური სეზონი დაიწყება, ამიტომ პარლამენტის და მთავრობის ხელმძღვანელების შეხვედრა პოლიტსაბჭოს ფორმატში ბუნებრივია", - აღნიშნა დავით ბერძენიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.