ნაძალადევის რაიონში, ზეკარის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია სრულდება. პროექტის ფარგლებში, მოეწყო გრუნტის დამჭერი ორი კედელი, ბორდიური, ტროტუარი და ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგო. საგზაო ინფრასტრუქტურა ჯამში, 4 320 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა.
ბოლო ეტაპის სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ დავით ჭელიძესთან ერთად გაეცნო.
„მიმდინარე წლის ერთ-ერთ დიდ საგზაო პროექტს ვასრულებთ. ზეკარის ქუჩა ლოტკინზე მდებარეობს. აქ საგზაო სამუშაოები 40 წლის განმავლობაში არ განხორციელებულა და ინფრასტრუქტურა ძალიან დაზიანებული იყო. ახლა ქუჩა კაპიტალურად შეკეთდა. საგზაო სამუშაოები ორ დღეში დასრულდება და მოსახლეობა მთლიანად კეთილმოწყობილი გზით ისარგებლებს“, განაცხადა ირაკლი ხელაძემ.
აღნიშნული გზის რეაბილიტაციისთვის ბიუჯეტიდან 300 000 ლარი გამოიყო. პროექტი ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით განხორციელდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.