თბილისის N74 საჯარო ბაგა-ბაღში პროექტის - „ნეიროპლასტიურობა და განათლება“ შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა, რომელსაც თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე და საკრებულოს კულტურისა და განათლების კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილი დაესწრნენ.
პროექტი რომელიც ცენტრ „თანადგომის“ მიერ განხორციელდა, მოიცავდა ტრენინგებსა და პრაქტიკულ მუშაობას ბავშვებთან და შემდგომ, დამოუკიდებლად მუშაობის მონიტორინგს.
გაწეული სამუშაოს ამსახველი პრეზენტაცია პროექტის ხელძღვანელმა, ცენტრის დამფუძნებელმა ნანა გეგელიშვილმა წარმოადგინა და საბავშვო ბაღს პროექტში მონაწილეობისთვის სერტიფიკატი გადასცა.
საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის თქმით, ნეიროპლასტიურობა სამომავლოდ საერთო სასწავლო-სააღმზრდელო მეთოდოლოგიაში დაინერგება.
„ჩვენ არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ვახორციელებთ სხვადასხვა ორგანიზაციებთან ერთად საბავშვო ბაღებში იმისათვის, რომ მაქსიმალურად დავნერგოთ ბავშვის განვითარების თანამედროვე მიდგომები ჩვენ ყოველდღიურ მუშაობაში. ნეიროპლასტიურობა არის ნეირომეცნიერების უახლეს მიღწევებსა და კვლევებზე დაფუძნებული ახალი სასწავლო მეთოდოლოგია, რაც 2-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვებზეა გათვლილი და მათ სწორ, სწრაფ და ეფექტურ განვითარებას ისახავს მიზნად. ამჯერად პროექტი საპილოტე იყო, თუმცა სამომავლოდ იგეგმება მისი ინტეგრირება საერთო მეთოდოლოგიაში“, განაცხადა საბავშვო ბაგა-ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ.
პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა თამარ ტალიაშვილმაც. კულტურისა და განათლების კომისიის თავმჯდომარის განმარტებით, ნეიროპლასტიურობა განათლების სამინისტროს მიერ დამტკიცებულ ტრენინგ-მოდულშიც არის გათვალისწინებული და სამომავლოდ, ის ჩვეულებრივ სააღმზრდელო პროცესის ნაწილი გახდება.
პრეზენტაციის გარდა, ღონისძიების ფარგლებში ბაღის აღსაზრდელებმა ის აქტივობები წარმოადგინეს, რაც ამ მეთოდოლოგიით არის გათვალისწინებული. სპეციალურად ამ პროექტისათვის, საბავშვო ბაღის ადმინისტრაციამ ბაღის ეზო სახალისო თამაშებისათვის მოხატა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.