საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი ვოლსკი გამორიცხავს, რომ მმართველი პარტია ზუგდიდში ამომრჩევლის მოსყიდვას ცდილობს.
ვოლსკი აცხადებს, რომ მოყიდვასთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის" განცხადებები „ძალიან დიდი ფანტაზიის" შედეგი ან „სერიოზული გეგმების" ნაწილია.
„საერთოდ ფულის დარიგება, მით უმეტეს მასიური დარიგება არ იმალება და ძალიან დიდი ფანტაზიის უნარი უნდა გქონდეს, ანდა სერიოზულ გეგმებს უკავშირდება ის, რასაც ახლა „ნაციონალური მოძრაობა" ამბობს. ფაქტია, რომ სანდრა რულოვსს ნაკლები შანსი აქვს და რასაკვირველია, ამას უნდა მოჰყვეს გარკვეული პროტესტი და არა აღიარება იმისა, რომ მათმა კანდიდატმა წააგო.
დრამატიზება არ მომწონს, მაგრამ მე ვფიქრობ, ჩვენს კანდიდატს კარგად იცნობენ, ანალიზიც სიღრმისეული კეთდება საზოგადოების მხრიდან. ვფიქრობ, რომ პირველივე ტურში იქნება გამარჯვება,", განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.