ლიბერთისა და ნიუ ჰოსპიტალსის უპრეცედენტო სოციალური პროგრამის მეორე ეტაპი იწყება
14-05-2019, 13:52

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ლიბერთისა“ და „ნიუ ჰოსპიტალსს“ შორის 2018 წელს დაწყებული ურთიერთთანამშრომლობა გრძელდება და ლიბერთის სოციალური ბარათის მფლობელები, სამედიცინო სერვისებით, სპეციალურად მათთვის შემუშავებული პირობებით მთელი ქვეყნის მასშტაბით ისარგებლებენ.

 


დღემდე ამ უპრეცედენტო, ერთობლივი პროგრამით, მხოლოდ თბილისის მასშტაბით, ლიბერთის სოციალური ბარათის 11 250-მა მფლობელმა ისარგებლა. ლიბერთის 90-მდე ფილიალში, კატარაქტისა და გლაუკომის უფასო სკრინინგის შემდგომ, დამატებითი უფასო კვლევა „ნიუ ჰოსპიტალსში“ 3157 პაციენტს ჩაუტარდა. წარმატებით განხორციელდა ოფთალმოლოგიური ოპერაციები და სხვადასხვა კვლევები კარდიოლოგიური, ტრავმატოლოგიური და ინსულტის პრევენციის მიმართულებით.

 


ახლა უკვე, რეგიონში მცხოვრები ლიბერთის სოციალური ბარათის მფლობელები, ,,ნიუ ჰოსპიტალსში" თვალის, გულის დაავადებების, შინაგანი ორგანოების და სახსრების, ასევე სხვა სახის გამოკვლევების ჩატარებას უფასოდ ან დიდი ფასდაკლებით შეძლებენ.

 


„სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის ფარგლებში, თბილისში წარმატებით განხორციელებულმა პროექტებმა გადაგვაწყვეტინა გავაფართოვოთ და უფრო მასშტაბური გავხადოთ სპეციალურად შემუშავებული უპრეცენდენტო პროგრამა. დღეიდან, ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე, მათ შორის ყველაზე მიუვალ ადგილებში მცხოვრები პირები შეძლებენ სამედიცინო სერვისების მიღებას. ნიუ ჰოსპიტალსთან თანამშრომლობით ჩვენ საშუალება მოგვეცა, ვიზრუნოთ როგორც პენსიონერებზე, ასევე სოციალური ბარათების სხვა მფლობელებზე. ისინი მუდმივ ზრუნვას საჭიროებენ'', განაცხადა „ლიბერთის” გენერალური დირექტორის მოადგილემ, ლევან თხელიძემ.

 


„ნიუ ჰოსპიტალსი მზად არის განახლებული, უფრო მასშტაბური სოციალური პასუხისმგებლობის პროექტის გასამართად. 127 წლიანი გამოცდილების მქონე ოფთალმოლოგიის ეროვნული ცენტრი მთელი საქართველოს მასშტაბით, ყველაზე მიუვალ ადგილებშიც ჩაატარებს ოფთალმოლოგიური დაავადებების სკრინინგს მათთვის, ვისთვისაც ეს სამედიცინო სერვისები აქამდე ხელმიუწვდომელი იყო", განაცხადა „ნიუ ჰოსპიტალსის“ დირექტორმა, გიორგი რამიშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი