ინციდენტი ზუგდიდში - „რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატს, სანდრა რულოვსს დადიანების სასახლის ეზოში, სადაც ტელეკომპანია „ოდიში" მერობის კანდიდატზე გადაცემას ამზადებდა, „ქართული ოცნების" აგენტ-პროვოკატორებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, გადამღებ ჯგუფს კი, ფიზიკურად გაუსწორდნენ.
„ძალიან უხეშად მოვიდნენ გინებით, ქართულად მეგრულად. არ გვამუშავეს. ჩვენ აქ პატარა გადაღება გვქონდა. ჩხუბზე გადავიდნენ. ჩვენს ჟურნალისტს, ფოტოგრაფს გაეკიდნენ, დასდევდნენ. მერე ჩვენ პოლიციას ვთხოვეთ, რომ შეატყობინეთ პოლიციას-თქო, მაგრამ არავინ გამოჩნდა, ახლა მოვიდნენ, როცა ისინი უკვე წასულები არიან", განაცხადა სანდრა რულოვსმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.