გიორგი გახარია: არავის მივცემთ საშუალებას, დეზინფორმაციითა და პროვოკაციებით მოხდეს არჩევნების დისკრედიტაცია
14-05-2019, 15:53

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შინაგან საქმეთა მინისტრი ზუგდიდში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება. როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას გიორგი გახარიამ განაცხადა, ყველა შემთხვევა დეტალურად გამოძიებული იქნება.

 


„ჩვენთვის არ აქვს მნიშვნელობა, რომელი მხარე იქნება დამნაშავედ წარმოდგენილი. წინა არჩევნებში გადავდგით ყველა საჭირო ნაბიჯი, რაც საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ იყო შეფასებული, როგორც ძალადობისგან ყველაზე სუფთა და თავისუფალი არჩევნები. ზუსტად ასე იქნება ახლაც. ყველა ექსცესი იქნება გამოძიებული დეტალურად და შესაბამისად, არ აქვს მნიშვნელობა, რომელი მხარე იქნება დამნაშავე, მიეცემა პასუხისგებაში.

 

 

რასაც ვპირდები, იმას ყოველთვის ვუსრულებ, როგორც ოპოზიციას, ასევე ჩვენი გუნდის წევრებსაც. ამიტომ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მითხარით კონკრეტული ფაქტები და ვისაუბრებ. თუ თქვენი მიზანია, რომ კიდევ და კიდევ ვატრიალოთ ერთი და იგივე თემა არჩევნების კონტექსტში, გიპასუხებთ ცოტა უფრო კონცეპტუალურად – არავის მივცემთ საშუალებას, რომ დეზინფორმაციითა და პროვოკაციებით მოხდეს არჩევნების დისკრედიტაცია. ამიტომ, ყველას მოვუწოდებ, წყნარად, მშვიდად ჩავატაროთ საარჩევნო პროცესი, მივცეთ ჩვენს მოქალაქეებს საშუალება, გამოხატონ თავისი არჩევანი მშვიდ გარემოში, რასაც შსს უზრუნველყოფს....

 

 

რა თქმა უნდა, შევაფასებთ მდგომარეობას როგორც ზუგდიდში, ასევე მარნეულში, ასევე ზესტაფონში და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, დამკვირვებლებთან ერთად კონსულტაციებით გადავწყვეტთ, რა ძალებით უნდა იყოს პოლიცია წარმოდგენილი კონკრეტულ ლოკაციაზე. ეს არის ჩვენი ტექნიკური საკითხი, რომელსაც გადავწყვეტთ ჩვენს პარტნიორებთან ერთად თანამშრომლობით. რაც შეეხება ძირითად ნაწილს, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ შსს და პოლიცია მაქსიმალურად უზრუნველყოფს ჩვენი მოქალაქეების აზრის გამოხატვის თავისუფლებას", განაცხადა გიორგი გახარიამ რომელმაც ასევე უპასუხა ოპოზიციის ლიდერების ბრალდებებს, რომელთა მიხედვითაც, ზუგდიდში, ინციდენტის დროს, პოლიციამ დააგვიანა.

 

 

„პოლიცია არ იგვიანებს არსად, მერწმუნეთ ამაში. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, დღესაც, დეტალურად გავერკვევი და წერილობით მოგახსენებთ, დააგვიანა თუ არა“, აღნიშნა მინისტრმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი