საქართველოს პრემიერ მინისტრი მამუკა ბახტაძე ბრიუსელში მოლდოველ კოლეგას, პაველ ფილიპს შეხვდა.
პრემიერ მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, საუბრის მთავარი თემები ორი ქვეყნის ევროპული მისწრაფებები, აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში თანამშრომლობა, ამ ფორმატის შესაძლებლობების გამოყენების აუცილებლობა და ორმხრივი პოლიტიკურ-ეკონომიკური ურთიერთობები იყო.
პრემიერ მინისტრებმა აღნიშნეს ეკონომიკური კავშირების გაღრმავების კუთხით არსებული პოტენციალი, ასევე სავაჭრო ბრუნვის პოზიტიური დინამიკა და მოლდოველი ტურისტების მზარდი ინტერესი საქართველოსადმი.
მამუკა ბახტაძემ მოლდოველ კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია ქვეყანაში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმების შესახებ. მოლდოვურმა მხარემ გამოთქვა ინტერესი, საქართველოს წარმატებული რეფორმების გამოცდილება გაიზიაროს.
საუბარი ასევე შეეხო რეგიონში არსებულ ვითარებასა და გამოწვევებს. პრემიერ-მინისტრებმა ორი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის პრობლემები და კონფლიქტურ რეგიონებში არსებული ვითარებაც განიხილეს.
შეხვედრას, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონფერენციის ფარგლებში გაიმართა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი დაესწრო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.