მამუკა ბახტაძე: საქართველო არათუ იმსახურებს უფრო მეტს, საქართველოს აქვს შესაძლებლობა, მიიღოს მეტი
14-05-2019, 17:40

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველო არათუ იმსახურებს უფრო მეტს, საქართველოს აქვს შესაძლებლობა, მიიღოს მეტი, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბრიუსელში, აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონფერენციის შემდეგ, ჟურნალისტებთან ვიზიტის შეჯამებისას განაცხადა.

 

 

მთავრობის მეთაურის შეფასებით, აღმოსავლეთ პარტნიორობა იყო უმნიშვნელოვანესი ინიციატივა და საქართველო არის ძალიან კარგი მაგალითი იმისა, რომ ამ პროგრამამ მის მონაწილე ექვსივე ქვეყანას ახალი შესაძლებლობა გაუჩინა.

 

 

„თუმცა, დღეს სწორედ საქართველო ითვლება ყველაზე წარმატებულ ქვეყანად აღმოსავლეთ პარტნიორობაში. ჩვენ მივიღეთ ძალიან მნიშვნელოვანი შედეგები, რომ ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობა, ვიზალიბერალიზაცია, მაგრამ დღეს ჩვენ განვაცხადეთ, რომ მზად ვართ უფრო მეტი ინტეგრაციისთვის. საქართველომ დაადასტურა, რომ შეუძლია ძალიან მნიშვნელოვანი და ფუნდამენტური რეფორმების გატარება. ჩვენ დავამტკიცეთ, რომ საქართველო იმსახურებს მეტს და მზად არის, მიიღოს უფრო მეტი ინტეგრაციის ხარისხი ევროკავშირთან. ძალიან მნიშვნელოვანი საუბრები გვქონდა ევროპელ კოლეგებთან. ჩვენ ვემზადებით, ივლისში ვუმასპინძლოთ ძალიან მნიშვნელოვან კონფერენციას ბათუმში სადაც ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილები გაჟღერდება. საქართველო მზად არის ყველა მიმართულებით უფრო მეტი ინტეგრაციისთვის ევროკავშირის ინსტიტუტებთან და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ევროპელი მეგობრები ამას ძალიან პოზიტიურად აღიქვამენ", განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

 

პრემიერის თქმით, ყველა აღიარებს, რომ საქართველო არის ყველაზე წარმატებული ქვეყანა აღმოსავლეთ პარტნიორობაში.

 

 

„სწორედ ეს გვაძლევს საშუალებას, ჩვენს ევროპელ კოლეგებს ვესაუბროთ, რომ საქართველო არათუ იმსახურებს უფრო მეტს, საქართველოს აქვს შესაძლებლობა, მიიღოს მეტი. რა თქმა უნდა, ჩვენ ვიღებთ დადებით უკუკავშირს ამ საკითხზე. ამასთან ერთად, ჩვენ წარვადგინეთ ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი - „გზამკვლევი ევროკავშირისკენ" და სწორედ ამ ფუნდამენტური დოკუმენტის გარშემო უნდა ავაშენოთ, ჩვენს მეგობრებთან ერთად, ევროკავშირში დამატებითი ინტეგრაციის შესაძლებლობები. მთავარია, რომ განწყობა არის ძალიან დადებითი და ყველა აღნიშნავს, რომ საქართველო არის მოწინავე ქვეყანა აღმოსავლეთ პარტნიორობაში", განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი