შინაგან საქმეთა სამინისტრომ ზუგდიდში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ერთი პირი დააკავა.
დაკავებული გელა კვარაცხელია აცხადებს, რომ გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატს, სანდრა რულოვსს სამეგრელოში არ შეუშვებს.
ინციდენტი ზუგდიდში დილით მოხდა. „რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატს, სანდრა რულოვსს დადიანების სასახლის ეზოში, სადაც ტელეკომპანია „ოდიში" მერობის კანდიდატზე გადაცემას ამზადებდა, „ქართული ოცნების" აგენტ-პროვოკატორებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, გადამღებ ჯგუფს კი, ფიზიკურად გაუსწორდნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.