პრემიერ მინისტრი ზუგდიდში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება და ამბობს, რომ ხელისუფლება თავისუფალ და დემოკრატიულ არჩევნებს უზრუნველყოფს.
მამუკა ბახტაძის თქმით, კანონის დარღვევის ნებისმიერ შემთხვევაზე, შესაბამისი რეაგირება იქნება.
„არამხოლოდ ზუგდიდში, არამედ ყველგან, სადაც არჩევნები ტარდება, ჩვენ ვუზრუნველვყოფთ თავისუფალ და დემოკრატიულ არჩევნებს ისე, როგორც ამას ვაკეთებდით ყოველთვის, რაც „ქართული ოცნება“ არის ხელისუფლებაში. ამასთან ერთად, რა თქმა უნდა, ჩვენ არ უნდა მივცეთ საშუალება სხვადასხვა პროვოკატორებს, ჩრდილი მიაყენონ ჩვენს ყველაზე მნიშვნელოვან მონაპოვარს, დემოკრატიის მაღალ ხარისხს. ბუნებრივია, თუ ვიღაცა დაარღვევს კანონს, მასზე რეაგირება იქნება შესაბამისი და მკაცრი", უთხრა ბახტაძემ ჟურნალისტებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.