საქართველოს პრეზიდენტი ოფიციალურ ვიზიტად ლატვიის რესპუბლიკას ეწვია
14-05-2019, 18:32

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრეზიდენტი ოფიციალურ ვიზიტად ლატვიის რესპუბლიკას ეწვია. რიგის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს პრეზიდენტს საპატიო ყარაულით, წითელი ფიანდაზით და ლატვიისა და საქართველოს სახელმწიფო დროშებით დახვდნენ.

 


პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრები ლატვიის უმაღლესი თანამდებობების პირებთან: ლატვიის პრეზიდენტთან რაიმონდს ვეიონისთან, ლატვიის რესპუბლიკის საეიმას სპიკერთან ინარა მურნიეცესთან, პრემიერ-მინისტრთან არტურს კრიშიანის კარინშისთან.

 


შეხვედრებისას განიხილება როგორც ორი ქვეყნის თანამშრომლობის კიდევ უფრო გამტკიცების, ასევე საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხები.

 

 

ოფიციალური შეხვედრების გარდა, საქართველოს პრეზიდენტი შეხვედრას გამართავს ლატვიის მეექვსე პრეზიდენტთან, ვაირა ვიკე-ფრაიბერგასთან, რომლის სახელთანაცაა დაკავშირებული ლატვიის გაწევრიანება ნატოსა და ევროკავშირში და აღსანიშნავია, რომ წელს ლატვია ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების 15 წლისთავს აღნიშნავს.

 

 

ტრადიციულად, საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტის შემადგენელი ნაწილი იქნება საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრა ქართველ სტუდენტებთან და ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან.

 


​საქართველოს ოფიციალური დელეგაციის წევრები არიან: საქართველოს ელჩი ლატვიის რესპუბლიკაში თეა მაისურაძე, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ნათია სულავა, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხეილ ნინუა, საგარეო საქმეთა ევროპული დეპარტამენტის დირექტორი ნინო ბარათაშვილი და პრეზიდენტის მრჩეველი ქეთევან თათოშვილი.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი