საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ბრძანებით, მარინე მიზანდარის საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა.
ამის შესახებ ნათქვამია პრემიერის ბრძანებაში, რომელიც 10 თებერვლით არის დათარიღებული.
,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 78–ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა" და ,,გ" ქვეპუნქტებისა და 79–ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ" ქვეპუნქტის გათვალისწინებით გათავისუფლდეს მარინე მიზანდარი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობიდან ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 99–ე მუხლის მე–3 პუნქტის საფუძველზე", - ნათქვამია ბრძანებაში.
მარინე მიზანდარის თანამდებობიდან გათავისუფლების მოთხოვნით პრემიერს კულტურის და ძეგლთა დაცვის მინისტრმა გურამ ოდიშარიამ 5 თებერვალს მიმართა. ოდიშარიამ მიზანდარი დაუმორჩილებლობაში დაადანაშაულა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.