პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო"'არჩევნებისთვის მზადებას იწყებს. როგორც პარტიის პოლიტსაბჭოს დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ეკა ბესელიამ განუცხადა, ამ მიზნით "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარესთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან კონკრეტული ღონისძიებების ნუსხა შეჯერდა.
''ძირითადად ვისაუბრეთ პარტიულ საკითხებზე. დავგეგმეთ, რომ ჩავატარებთ რაიონული ორგანიზაციების კონფერენციებს. კონკრეტული თარიღები მოგვიანებით დაზუსტდება, მაგრამ სავარაუდოდ დავიწყებთ სექტემბრიდან. ასევე იგეგმება შიდაპარტიული სხვადასხვა აქტივობა და ღონისძიებები. სწორედ ამ შიდაპარტიულ საკითხებზე გვქონდა საუბარი პრემიერ-მინისტრთან, რომელიც ჩვენი პარტიის თავმჯდომარეა. მასთან შეჯერთა ღონისძიებათა ნუსხა. ბუნებრივია, პარტია, რომელიც მმართველი პოლიტიკური ძალაა და რომელიც ემზადება იმისთვის, რომ გავაგრძელოთ აღებული ვალდებულებების შესრულება, უნდა იყოს მზად ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპისთვის. გვინდა, რომ კონკრეტული ღონისძიებებით და პარტიული აქტივობებით დაიწყოს არჩევნებისთვის წინასწარი მზადება", - აღნიშნა ეკა ბესელიამ.
პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო" სექტემბრიდან რეგიონული კონფერენციების დაწყებას გეგმავს.
როგორც "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ, უმრავლესობის წევრმა ზვიად კვაჭანტირაძემ განაცხადა, რეგიონალური კონფერენციები ადგილობრივი ორგანიზაციების მუშაობის გააქტიურებისთვის იმპულსების მიცემა იქნება.
კვაჭანტირაძის ინფორმაციით, ორგანიზაციებში აღმასრულებელი მდივნები დაინიშნებიან, ხოლო რამდენიმე ორგანიზაციაში პარტია, ადგილობრივი ხელმძღვანელების გამოცვლის თაობაზე რეკომენდაციით შევა.
"ოქტომბრის პირველ დეკადაში ჩვენ მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩავატარებთ კონფერენციებს, რაც პარტიისთვის დიდი სტიმული იქნება. რამდენიმე რეგიონში შესაძლოა მოხდეს თავმჯდომარეების პოსტებზე ახალი კანდიდატების დაყენება, ყველა რეგიონში დანიშნული იქნება აღმასრულებელი მდივანი, რომელიც პარტიაში ძირითადი სამუშაოს წარმმართველი იქნება", - განაცხადა კვაჭანტირაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.